როგორც ფარულავას ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე იკითხება.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, ბორის ფარულავა აპირებს ვრცელი ჩვენება მისცეს ციხეში არსებული ვითარების შესახებ. ეს შეეხება პატიმართა წამებას, წამების ამსახველი ვიდეო კადრების გადაღებას და იმ მაღალჩინოსნების მხილებას, რომლებიც მთელი ამ პროცესის უკან იდგნენ,” _ განაცხადა მამუკა ნოზაძემ. ადვოკატის თქმით, ამ დრომდე, ბორის ფარულავას, რომელიც მხოლოდ ერთ ეპიზოდში იმხილება (ის ჩანს ე. წ. კარანტინის დაშლის კადრებში), ჯერჯერობით, ბრალი არ დამძიმებია.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, მათ მიმართ არაერთი საჩივარია შესული და პროკურატურა მათ ეტაპობრივად სწავლობს.
ციხის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო 8 ნოემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა, როგორც ცნობილია, პროკურატურამ არასრულად გამოძიებული საქმე უკან გაითხოვა.