“საგზაო სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია. ეს კაპიტალტევადი და შრომატევადი სამუშაოებია. ბევრ ადამიანს უწევს ფიზიკურად სხვადასხვა წინააღმდეგობასთან გამკლავება. აქედან გამომდინარე, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, რომლებიც ამ სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს როგორც წარმატებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თითოეული ჩვენთაგანისთვისაა სასარგებლო. მოწესრიგებული გზები მარტივად გადაადგილების საშუალებას გვაძლევს. მოწესრიგებული გზები ინვესტიციების მოსაზიდად მნიშვნელოვანი წინაპირობაა,” – გვითხრა დავით ნარმანიამ.
მეგზევეებმა აფხაზ და ოს კოლეგებს სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ამ წერილზე 150-მდე დარგის სპეციალისტის ხელმოწერაა დატანილი. მეგზევეები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ კოლეგებს შეახსენებენ, რომ პროფესია და მეგობრობა პოლიტიკაზე მაღლა დგას და კარგი იქნება, თუ შევძლებთ, რომ ერთმანეთს ისევ გავუწოდოთ მეგობრობის ხელიო. “იქნებ, ღმერთმა ინებოს და ისევ შევხვდეთ ერთმანეთს, ვიფიქროთ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც,” – აღნიშნულია ორგვერდიან წერილში.
მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.