https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მე თუ არა, იქნებ, ვინმე ჩემნაირს მაინც ეშველოს!”

3:12; 19.12.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარი, ხათუნა სიხარულიძე თვალცრემლიანი მოვიდა სოციალური სამსახურის ჩოხატაურის განყოფილებიდან და ბაზიდან ამოწერილი ქულები გვაჩვენა _ ოჯახის სარეიტინგო ქულა 97 930 შეადგენს.

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგანახლებაში ვცხოვრობ. მეუღლე და ოთხი არასრულწლოვანი შვილი მყავს. მეუღლე და მე უმუშევრები ვართ. არც სოფლის მეურნეობა გვაქვს, ერთი ძროხა მყავს და რამდენიმე ძირი თხილი მიდგას ეზოში. მამამთილის აშენებული, ორსართულიანი სახლი სარემონტო და გასაკეთებელია, ფანჯრებიც კი არ აქვს ნორმალური და არც ჩვენ სახელზე არ არის გაფორმებული. ორ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ყოველ თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება. სამკურნალოდ თბილისში დამყავს, თუმცა, ახლა ვეღარ მიმყავს უსახსრობის გამო, _ გვითხრა ხათუნა სიხარულიძემ.

_ სადაზღვევო პოლისით ვერ სარგებლობთ?

_ პოლისი მაქვს, მაგრამ რომელ კლინიკაშიც სჭირდებათ ჩემს შვილებს მკურნალობა, იქ მითხრეს, ჩვენ ხელშეკრულება არ გვაქვს დადებული “ალფასთანო” და ვერ გამოვიყენე პოლისი, ამიტომ საკუთარი ხარჯებით გვიწევს ვუმკურნალოთ. ერთ-ერთი ექიმის ვალი დღემდე მაქვს _ მაშინ თანხის უქონლობის გამო ხელი არ შემიშალა. 2013 წლის ივლისში პოლისიც გაუქმდება. დახმარებასაც ვიღებდი, სასკოლო წიგნებსაც, მაგრამ აწი რა იქნება, აღარ ვიცი. შარშან იყვნენ მოსულები შემოწმებაზე სოციალური სამსახურიდან და სექტემბრიდან, მაღალი ქულების მიღების გამო, მომიხსნეს დახმარება.

_ რა გითხრეს ქულები რატომ მოგემატათო?

_ სიმართლე გითხრათ, მაშინ არც მიკითხავს. ნამდვილად არ ვარ ისეთი პიროვნება, ალიაქოთი რომ ავტეხო ასეთ ამბებზე. ჩემსავით და ზოგიც ჩემზე უარეს დღეშიც არის და ამიტომაც არაფერი გამიკეთებია მაშინ. უბრალოდ, როცა სოციალური დახმარება შეგვიწყდა, დახმარებისთვის გამგეობას მივმართე და მრავალშვილიანობის დახმარება მომცეს _ 25 ლარი ერთ შვილზე, ყოველთვიურად. სწორედ ეს ასი ლარია ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ახლა. არანაირი სხვა საშუალება არ გვაქვს.

სოციალური დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის _ პურის ფქვილს მაინც ვყიდულობდი. შემდეგ კიდევ შევიტანე განცხადება ოქტომბერში და ნოემბერში მომენიჭა 97 930 ქულა. საიდან და როგორ მოიმატა ქულებმა, ვერ გავიგე. როგორც სოციალურ სამსახურში მითხრეს, მრავალშვილიანობის დახმარების გამო ვერ მივიღეთ სოციალური დახმარება. ალბათ, მაგიტომ მოიმატა ქულებმაო. თუკი რამე შეიცვლება კანონში აპრილიდან, მაშინ მოდით, თუ არა და ერთი წლის შემდეგ შეძლებთ შემოიტანოთ განცხადება ხელახლაო.

ამის გაგების შემდეგ გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა და ჩემი ამბის მოყოლა, მართლაც ძალიან გვიჭირს, რაღაც ნორმალურ სამსახურს რომ იშოვიდეს ჩემი ქმარი, ნამდვილად არ მინდა სხვა დახმარება. სახლსაც მოვაწყობდი და შვილებსაც მივხედავდი, მაგრამ არც სამსახურია. იქნებ, თქვენთან მოსვლით არც არაფერი შეიცვალოს ჩემთვის, მაგრამ მაინც მინდოდა თქვენთვის მომეყოლა ჩემი მდგომარეობის შესახებ, მე თუ არა, იქნებ, ვინმე ჩემნაირს მაინც ეშველოს, _ გვითხრა სიხარულიძემ.

სიხარულიძეების ოჯახის მდგომარეობის გასარკვევად, ჩოხატაურის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, ილია კილასონიას მივმართეთ:

_ მრავალშვილიანობის ასი ლარი, ისევე, როგორც სოციალური დახმარება, სახელმწიფოს მიერაა გასაცემი. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახით და რა სახელით გაიცემა დახმარება _ ესეც სოციალური დახმარებაა. გახდა თუ არა მრავალშვილიანობის დახმარება სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი, ცალსახად ამის თქმა არ შემიძლია. თუმცა, როცა ერთი სახის დახმარება აქვს, მეორე არ ეძლევა.

_ იმ შემთხვევაში, თუ მოეხსნა ოჯახს მრავალშვილიანობის დახმარება, ოჯახი მიიღებს სოციალურ დახმარებას 150 ლარს?

_ აქ უკვე მეორე საკითხია _ თუ ოჯახს მოეხსენება მრავალშვილიანობის დახმარება, მაშინ ქულა უნდა ჰქონდეს ისეთი, რაც მიცემს საშუალებას, მიიღოს სოციალური დახმარება. ანუ 57 000-ზე ქვემოთ. ეს არის აუცილებელი პირობა.

_ როგორ იზრდება სარეიტინგო ქულა მაშინ, როცა ადამიანები ამბობენ, რომ მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ?

_ პროგრამულად დგება ქულები და გამიჭირდება იმის თქმა და მითითება, კონკრეტულად რამ გაზარდა. შეიძლება ერთი მეორესთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მთავარია ქულები, ეს პირველი აუცილებელი პირობაა. ჩვენ გამგეობა ყოველთვიურად გვთხოვს სარეიტინგო ქულის ამონაწერს, ანუ იმ პერიოდისთვის მონაცემთა ბაზაში ოჯახის შესახებ დაცულ ინფორმაციას. ჩვენ ამ ინფორმაციას ვაწოდებთ გამგეობას და თუ ქულა შეცვლილი აქვს ან დანიშნული აქვს დახმარება, გამგეობა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, უჩერებს მრავალშვილიანობის დახმარებას და მოქალაქე იღებს უკვე სოციალურ დახმარებას, ამასთან ერთად პოლისსაც. მრავალშვილიანობის დახმარების შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, თუ ბავშვი ხდება სრულწლოვანი.

_ სოციალური დახმარების მიღების შემდეგ ოჯახები ყოველწლიურად მოწმდება?

_ კი, ჯერჯერობით, ასეა. სოციალური დახმარების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ოჯახი ხელახლა წერს განცხადებას და მოწმდება, მაგრამ თუ ოჯახში ხდება ცვლილება, მაგალითად, დემოგრაფიული _ თუ ოჯახს რომელიმე წევრი აკლდება ან პირიქით _ ემატება, ან დაენიშნა რომელიმე ოჯახის წევრს პენსია, ან მუშაობდა და დაკარგა სამუშაო და წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს შეიძლება, გახდეს ვადამდელი გადამოწმების მიზეზი. იწერება ახალი განცხადება, ხდება გადამოწმება და ენიჭება ახალი სარეიტინგო ქულა.

_ ჩვენთან ხშირად მოდიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ხელახალი გადამოწმების შემდეგ, მიიღეს საკმაოდ მაღალი სარეიტინგო ქულები…

_ გასაგებია, ძალიან კარგად მესმის მათი განწყობა, მინახავს შევსებული დეკლარაცია და შემდეგ ერთი ან ორი წლის შემდეგ შევსებული იგივე ოჯახის დეკლარაცია, სადაც მდგომარეობა თითქმის იდენტურია, მაგრამ ქულა სხვა არის. როგორც უკვე გითხარით, ქულები პროგრამულად დგება და ვერ ვუხსნი ოჯახს, საიდან ან როგორ მიიღეს ასეთი განსხვავებული ქულები. მაგრამ პროგრამა ითვალისწინებს აქვს თუ არა მრავალშვილიანობის დახმარება, წევრთა შემადგენლობასაც, პენსიონერები იყვნენ დომინანტური პროგრამაში, მაგრამ ახლა პენსიასთან ერთად პოლისსაც იღებენ და აღარ ისმება სოციალურ ზღვარში. რაღაც მინიმალურს მაინც აძლევს სახელმწიფო მათ.

_ როცა ოჯახში მხოლოდ პენსიაა შემოსავალი, ასეთ შემთხვევაში ოჯახი მიიღებს სოციალურ დახმარებას?

_ მარტოხელა პენსიონერებზე მაქვს საუბარი. შეიძლება, მარტოხელა პენსიონერები აღარ ჩაისვას სოციალურ ზღვარში და აღარ მიეცეს დახმარება. რაც შეეხება ოჯახებს, სადაც მხოლოდ პენსიაა შემოსავალი, ამის შესახებ ცალსახად ვერ გეტყვით _ ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ეძლევა დახმარება და ზოგჯერ არა.

_ ხათუნა სიხარულიძემ ჩვენთან საუბრისას ისიც გვითხრა, რომ თუ აპრილიდან სოციალური დახმარების მიღების წესში ცვლილებები იქნება, ამ შემთხვევაში შეეძლება, მოგმართოთ განცხადებით. თუ იგეგმება ამ სფეროში ცვლილებები და თქვენ რა სახის ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?

_ ამ ეტაპზე რაიმე დადასტურებულ ინფორმაციას ამის შესახებ არ ვფლობ. მოსახლეობაც ხშირად გვეკითხება, რადგან ტელევიზიით ვრცელდება ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. თუ კი რაიმე სახის ცვლილებები იქნება ჩვენ, რასაკვირველია, მივაწვდით მოსახლეობას ამის შესახებ ინფორმაციას, რათა იცოდნენ რა და როგორ იქნება, რა უფლებები აქვთ და როგორ უნდა ისარგებლონ ამ შემთხვევაში, _ გვითხრა ილია კილასონიამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8 სექტემბერი, 2026

ციტრუსის წლევანდელი მოსავალი, შესაძლოა, ხალხმა შარშანდელზე მეტად იზარალოს

"სამგანზომილებიანი" კოალიციის შიდადაპირისპირებები

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო