„ავღანეთში გრძელდება 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ძებნა. ძიება-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა. საქართველოს თავდაცვის სამინიტროში შექმნილია ძიება-გადარჩენის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრი. სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
მომხდართან დაკავშირებით ავღანეთში გაემგზავრა ქართველი სამხედროების ჯგუფი გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით,” _ ნათქვამია განცხადებაში.