მიმდინარე წლის დეკემბრამდე ბაიტაზიევი ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გენერალური დირექტორი იყო, საიდანაც საკუთარი სურვილით გადადგა.
”Batumi Industrial Holdings Ltd”-ი ”ყაზტრანსოილი”-ს შვილობილი კომპანიაა და მისი აქციების 100 პროცენტი ”ყაზტრანსოილს” ეკუთვნის.
ჰოლდინგის შემადგენლობაში ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ნავთობტერმინალი შედის. 2012 წლის 11 დეკემბრის მონაცემებით ბათუმის ნავთობტერმინალმა 4 910 ათასი ტონა ნახშირწყალბადის გადატვირთვა მოახდინა. დადებითი მაჩვენებლები აქვს ბათუმის საზღვაო ნავსადგურსაც, რომელმაც მიმდინარე წელს 1 531 ტონა მშრალი ტვირთი გადაზიდა.