ჩვენ პატივს ვცემთ იმ ვადებულებას, რომელიც საქართველომ მეგობარი ქვეყნების წინაშე აიღო. პროექტის მნიშვნელობას აბსოლუტურად ვაცნობიერებთ და არ ვაპირებთ ის გენერალურად გადაიხედოს,“ – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კომერციული დეტალები დაზუსტდება. “როცა რკინიგზა ამოქმედდება და მოხდება ტვირთბრუნვის გადანაწილება პორტებიდან და რკინიგზის დასავლეთ ნაწილიდან უფრო სამხრეთ–დასავლეთ ნაწილისკენ, გვაინტერესებს, როგორ განხორციელდება ამ თანხების გადანაწილება. რა ტვირთბრუნვა იქნება დავუშვათ რკინიგზის დასავლეთ ნაწილზე… ეს სამუშაო პროცესია, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ საქართველომ ნაკისრ ვალდებულებებს გადახედოს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.