“ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.