უპირველესი კი, ამ ეტაპზე ციტრუსის რეალიზაციაა:_ ციტრუსების თემა _ ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც ძალიან მაწუხებს. მივაღწიეთ იმას, რომ არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება ხდება ქობულეთში, წვენების გადამამუშავებელ ქარხანაში. ორ კვირაზე მეტია, დაწყებულია მიღება. ქარხანა კილოგრამზე იძლევა 12 თეთრს, სახელმწიფო ამატებს 8 თეთრს. სულ 20 თეთრია კილოგრამი მანდარინის ფასი, _ ამბობს კოტე შარაშენიძე და აღნიშნავს, რომ ეს არ არის სასურველი ფასი, მაგრამ ახლა მეტი არ მოესწრო და მომავალ წელს ეს პრობლემა მთლიანად გლეხის გასახარად იქნება გადაწყვეტილი.