მან თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოსამართლეებზე გახორციელებულ პოლიტიკურ თავდასხმებს (როგორც კუბლაშვილი ამბობს. ავტ) და განაცხადა, რომ ამის საშუალებას ისინი არავის მისცემენ: “ყველამ გაიგო, რომ სასამართლოს მიმართ ასეთი თავდასხმები, უპირველეს ყოვლისა, საზიანოა ასეთი განცხადებების ავტორებისთვის. სასამართლოს ამით ვერაფერს დააკლებენ. მოსამართლეებმა თავიანთი აზრი გამოხატეს იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც იღებენ,” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
მან, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს, რომლებიც კუბლაშვილის თქმით, ქმნიან ისეთ სასამართლოს, რომელიც ყველას მხრიდან აღიარებული იქნება, როგორც დამოუკიდებელი.