ეს იყო წინასაარჩევნოდ ნათქვამი სიცრუე, რომელიც სიმართლეს არასოდეს შეესაბამებოდა. ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.
მინისტრი ამბობს, რომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 2013 წლის დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარი სესილია მალსტრომი, რომელიც საქართველოში ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას ჩამოიტანს.
_ „ამ გეგმის მიხედვით უკვე ვმუშაობთ. დაახლოებით ვიცით რისი გაკეთება შეიძლება დაგვჭირდეს. ეს იქნება საკანონმდებლო ბაზის რეგულირება და ა.შ. იგეგმება, რომ ამ პროცესის პირველი ეტაპი, ნოემბერში, ვილნიუსის სამიტის წინ დამთავრდეს. საქართველოს ევროკავშირთან შეთანხმებული გეგმა სწორედ Iს იყო, რომელიც ძალაშია. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს… ამის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი. სავიზო რეჟიმის გამარტივებას მეორე ეტაპის ბოლოს უნდა ველოდოთ. ასე რომ, თუ კი როდესმე, ვინმეს სხვა შეპირება მიუცია, სიცრუე იყო. რასაც მე გეუბნებით ეს არის სიმართლე,“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.