ვარშალომიძე ახალგაზრდების საინიატივო ჯგუფმა შენობაში შეძახილებით _ “სირცხვილი”, “მოღალატე” და “აჭარა გაყიდე” შეაცილეს. აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა ახალგაზრდების შეძახილმა ვარშალომიძის კომენტარი გადაფარა. ვარშალომიძის შენობაში შესვლის შემდეგ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნოდარ დუმბაძესა და მერაბ ღოღობერიძეს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ბათუმის საკრებულოს წევრები, უმაღლესი საბჭოს ყოფილი და მოქმედი დეპუტატები ვარშალომიძის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები. ასევე შენობასთან არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ვარშალომიძეს სირცხვილის კორიდორი მიუწყვეს.
ლევან ვარშალომიძე, სავარაუდოდ, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენრტის და ბათუმის სამშობიარო სახლის სიმბოლურ ფასად _ 1 ლარად გასხვისების გამო დაიბარეს.