კონფერენცია გახსნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაზე სასამართლოების ფუნქციონირების პროცესში. საუბარია საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების ზეგავლენაზე.
საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან მოსამართლეები პოლონეთიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, ესპანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, სინგაპურიდან, ნორვეგიიდან, იტალიიდან, მოლდოვადან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან.
საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეები ერთმანეთს გაუცვლიან გამოცდილებას სასამართლო საქმეების ელექტრონული მართვის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების თანამედროვე სისტემების შესახებ. კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები, ასევე, ისაუბრებენ ელექტრონული სამართალწარმოების თანამედროვე ინოვაციების შესახებ, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკის, ინტერნეტის, პროგრამული უზრუნველყოფისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიებისთვის. საერთაშორისო კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმართება.