“მე მინდა მოგიყვეთ ყვარლის დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის ისტორია. ჯერ მისი ოჯახის წევრები ატარეს დაკითხვაზე. შემდეგ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი დააკავეს. გუშინ კი, მისი მეუღლე ჰყავდათ დაკითხვაზე. მარიკას პირველი რეაქცია იყო ის, რომ ის წავიდოდა პარლამენტიდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მთავარი პროკურატურა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე, პროკურატურაში მარიკა ვერულაშვილის ოჯახის რომელიმე წევრი, მათ შორის მარიკა ვერულაშვილის მეუღლე არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხული არ ყოფილა.