2013 წლის 1 იანვარს, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან “სლავიანკასთან” მდებარე სკვერში, დაკავებულს, 1960 წელს დაბადებულ სანდრიკ მიჭელაშვილთან ურთიერთშელაპარკება მოუვიდა, რის შემდეგაც, მან ამ უკანასკნელს, თავში სამშენებლო ბლოკი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.