_ საინიციატივო წევრების მისამართით დამსწრეების ნაწილმა საყვედურები გამოთქვა: “ვინც იმუშავა, იმას რას უშვებით? ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას და აღადგინეთ სამართლიანობა!” _ თქვა ქეთევან სიხარულიძემ.
ირაკლი კუჭავამ განმარტა, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის 100 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც მანდატები აქვთ. სავარაუდოდ, ეს ნათქვამი სიხარულიძის მისამართით იყო, რომელიც “ოცნების” წევრი არ არის.
დარბაზში კრიტიკულ შენიშვნებს, სიხარულიძის გარდა, სხვებიც გამოთქვამენ.