ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, დავით წულაძემ, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეობა უნდოდა და მისი კანდიდატურა წარადგინა, სხდომა დატოვა. დავით წულაძის თქმით, აზრი არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან 21 დეპუტატი მხარს ამირან გიგინეიშვილს დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ დავით წულაძე “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, ამირან გიგინეიშვილი კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი.
_ მინდა ვთქვა, რომ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტს ყოფილი გამგებელი გია გოგუაძე მართავს და ეს არის დღევანდელი საკრებულოს სხდომის შედეგი, _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს დავით წულაძემ.
მოგვიანებით, დავით წულაძე ცუდად გახდა და საკრებულოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.