მინისტრის განცხადებით, დავოსში ბევრი საინტერესო შეხვედრა შედგა, ძირითადად საინვესტიციო ფონდებთან. ესენია: ,”GP morgan” “ბლექსთოუნი” და “მერიდიან კაპიტალი”. მინისტრის განცხადებით, “GP morgan” –თან მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ კერძო საინვესტიციო ფონდში, რომლის შექმნასაც ახალი მთავრობა აპირებს, ინსტიტუციური მენეჯმენტის კომპონენტი დაინერგოს.
“ეს არ უნდა იყოს მხოლოდ კერძო პირების დაფუძნებული ფონდი. უნდა არსებობდეს ასე ვთქვათ, ინსტიტუციური საინვესტიციო ფონდის კომპონენტი, რომელიც ფონდს უფრო გამჭვირვალეს გახდის და კორპორატიული მართვის ხარისხი მაღალ დონეზე იქნება აყვანილი,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, დავოსში შეხვედრები ასევე გაიმართა კომპანიებთან: “ინტელი”, “ფილიპსი” და “ტატა”, სადაც კონკრეტული პროექტები განიხილეს.
“ფილიპსს” ჰქონდა შემოთავაზებები, რომლის კონკრეტული შედეგებიც წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება,” – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ინვესტორთა რამდენიმე გჯუფი დაინტერესებულია საქართველოში სასტუმროების ბიზნესით და წყალტუბოს განვითარების პროექტებით.