_ თქვენი კანი უფრო ნაზი გახდება, თუ აბაზანის მიღებამდე კანზე წაისვამთ ზეითუნის ზეთს.
_ ნაბახუსევმა რომ არ შეგაწუხოთ, ალკოჰოლის მიღებამდე დალიეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. ეს დააყოვნებს ალკოჰოლის შეწოვას და გააადვილებს საჭმლის მონელებას.
_ როგორც მსუბუქი ამშლელი, უზმოზე მიიღეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი 1 ჩაის ჭიქა წყალთან ერთად.
_ ქვემო კიდურებში დაძაბულობის მოსახსნელად ფეხის ტერფში შეიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი (თანაბარი პროპორციით).
_ სურნელოვანი ზეთის მოსამზადებლად 400 გრ. ვარდის ფურცელს დაასხით 0,5 ლ. ზეითუნის ზეთი და გააჩერეთ 8 დღე.
_ თიხის ნიღაბი საუცხოოდ წმენდს კანს. მას ასე მოამზადებთ: 1 ს. კ. თიხის ფხვნილი ჩაყარეთ მცირე რაოდენობის წყალში. ჩაუმატეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და კარგად აზილეთ. ნიღაბი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წთ და ჩამოიბანეთ.
_ ავოკადოს ნიღაბი: ავოკადოს რბილობს შეაზილეთ 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. ნიღაბი 15 წუთით დაიდეთ სახეზე და წყლით ჩამოიბანეთ.
_ ნაოჭების გაჩენისგან თავის დასაცავად კვირაში ორჯერ სახეზე წაისვით ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნაზავი. გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
_ თუ ხელებზე კანი გაგიუხეშდათ და გექერცლებათ, ხელები 30 წუთით გააჩერეთ ზეითუნის ზეთის თბილ აბაზანაში.
_ ტუჩების აქერცლვას და დაშუშხვას აიცილებთ, თუ სიცივეში გასვლამდე ტუჩებზე რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი წაისვამთ.
_ თმა რომ ბრწყინავდეს, 1 ც. კვერცხის გული, 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი, 125 მლ. ლუდი, 1 ც. ლიმონის წვენი კარგად აურიეთ და თავის კანში შეიზილეთ. 20 წუთის შემდეგ რბილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
_ სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის გაიკეთეთ თბილი კომპრესი ზეთისხილის ფოთლებისგან.
_ სიცხის დასაწევად კარგია ზეთისხილის ფოთლების ნახარში ან ნაყენი.
_ ყველას ახსოვს მარსელის საპონი. მისი მომზადება ახლაც შეგიძლიათ. ამისთვის, ზეითუნის ზეთი აადუღეთ სოდასთან ერთად. ხარშვის შემდეგ დიდი რაოდენობით ცივი წყლით მოაშორეთ სოდა. მიღებული მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაშრეთ.