“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად, სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ირაკლი კორძაიას ესაუბრა.
“ამ წუთისთვის, ციხის ყველა ხელმძღვანელს, მათ შორის რიგით თანამშრომლებსაც, ორი ყური აქვთ. ამას გიდასტურებთ,” _ გვითხრა კორძაიამ.
“გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ მსგავსი ინცინდენტის შესახებ დაუზუსტებელ ინფორმაციას ფლობს.
“ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე მაქვს გაგებული, მაგრამ რამდენად რეალურია, ამის გადამოწმების საშუალება არ მომეცა. სამწუხარო რეალობაა, დღემდე ახალმა ადმინისტრაციამ არ მოგვცა უფლება, შევიდეთ ციხეებში და ჩავატაროთ მონიტორინგი. ყველანაირ ინფორმაციას მოკლებული ვარ. გვითხრეს, საშვები იანვრის ბოლოს იქნებაო, მაგრამ, დღემდე არ არის… “ _ გვითხრა კაკაბაძემ.