“იმედი მაქვს პარლამენტში ელჩობის კანდიდატების განხილვა წარმატებით ჩაივლის,“ – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.
დღეს პარლამენტში სწორედ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მოუსმენენ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატი არჩილ გეგეშიძეა. ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას კი გეგა მგალობლიშვილი როტაციის ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ პრეზიდენტს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში საქართველოს ელჩობის კანდიდატები წარუდგინა, პარლამენტისთვის გადაგზავნილ სიაში ისინი ჯერჯერობით არ არიან.
“ამიტომ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ,“ – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.