ჩვენი ინფორმაციით გამოძიების მიერ უკვე დაიკითხა 157 ადამიანი, რომელთა ჩვენებები იდენტურია. დაკითხვებმა ამ სქემაში მონაწილე თანამდებობის პირებიც გამოკვეთა. დღეს დილიდან ჩოხატაურის პოლიციაში სოფლის რწმუნებულები დაიბარეს. როგორც გავარკვიეთ ყველა სოფლის რწმუნებულმა სოციალური მომსახურების სააგენტოს დასასაქმებელთა 6 კაციანი სია გადასცა. სოფელ ქვენობის რწმუნებული, ბონდო დოლიძე ჩვენთან საუბარში, აღნიშნავს, რომ დასასაქმებელთა სია, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბში მოსთხოვეს. ჩვენი ინფორმაციით დაკითხვებზე შესაძლოა სხვებიც დაიბარონ. მათ შორის ყოფილი გამგებელი ლელა იმედაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე დიმიტრი კორიფაძე, რომელიც ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. დაკითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მიხეილ უნგიაძეს და რამდენიმე დეპუტატსაც ელიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved