“ჩვენი ჯგუფის ორგანიზებით შედგება საპროტესტო-სოლიდარობის აქცია გელა მამალაძის მხარდასაჭერად, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართული აქციის შემდეგ დააკავეს. ვიკრიბებით “ნაცმოძრაობის” ავანტურისტული ქმედებების დასაგმობად. ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შეკრება. ჩვენ გვინდა, რომ სამართალი იყოს. როცა მთავარი მოჩხუბრები: ხაბაზი, ბეჟაშვილი, ნიკოლოზ მელია და მისთანები გარეთ არიან, რატომ ჰყავთ დაკავებული მამალაძე?” _ აცხადებს ჯგუფის წევრი, ვასილ ტაბიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved