ყრილობას რაიონული ორგანიზაციების დელეგატები და სტუმრები დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, “ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს” თავმჯდომარე არ ეყოლება. პოლიტიკურ გაერთიანებას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს, რომელიც დღეს აირჩევა ყრილობის დელეგატების მიერ, პოლიტსაბჭოს წევრები კი თავისი რიგებიდან პარტიის მდივანს დაასახელებენ.
“ქართული ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს” საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი განიხილება.
თბილისში უკვე ჩამოვიდა რამდენიმე რაიონის დელეგაცია.