სადაც მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი, დასავლეთ საქართველოს რეგიონში აღმოჩენილი, სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური მასალა.
სამინისტროს განცხადებით, “პრობაციის ეროვნული სააგენტო, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სისტემატურად აწყობს მსგავს კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს არასრულწლოვანი პრობაციონერებისთვის, რაც მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაში ეხმარება.”
ასეთი სახის ღონისძიებები თვითონ ბავშვებს ძალიან მოსწონთ და ამბობენ, რომ კარგი იქნება უფრო ხშირად ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა კულტურულ თუ გასართობ ცენტრში სტუმრობის.