მელოგინეებმა – ბელა შეყელაშვილმა და ლია ბარბაქაძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს, მედპერსონალს და ყველა დედას მიულოცეს დედის დღე.
ირინა გელაშვილი (ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე): “პირველ რიგში, მინდა თქვენი საშუალებით ყველა დედას მივულოცო ეს დღე და ბედნიერი დედობა ვუსურვო. დღეს მოვედით ხაშურის სამშობიარო სახლში, დაგვხვდა სამი პატარა, მათ დედებს მუნიციპალიტეტის და რაიონის მაჟორიტარის სახელით გადავეცით საჩუქრები და გამრავლება ვუსურვეთ.