ამასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის განცხადება ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“გამომდინარე ინტერესიდან, რომელსაც მედია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრის მიმართ იჩენს, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება ხვალ, 4 მარტს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ერთ–ერთ რეზიდენციაში, რომელიც მთელს მე-11 სართულს იკავებს.
ხვალ, დილიდან ასევე დაგეგმილია პრემიერ–მინისტრის სხვა შეხვედრები მთავრობის კანცელარიის მე–10 სართულზე, სადაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და მისაღებია განლაგებული.
საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა შედგება 15 საათზე, ერთი სართულით ზემოთ, პრეზიდენტის კაბინეტში. შეხვედრა დახურული იქნება მედიისთვის. სამუშაო შეხვედრის კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებენ,” _ ნათქვამია განცხადებაში.