კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში.
მისი მიზანია სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.
კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
კონფერენცია “ქალები პოლიციაში”, რომელსაც წაუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, 6 მარტს დასრულდება.