გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, 1946 წელს დაბადებულ გენადი გუბელაძეს, დანის მრავალჯერ დარტყმით, სხეულზე მძიმე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იუზა ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved