უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველებს ეროვნული ცენტრის ბაზაზე შეუძლიათ კემბრიჯის _ KET, PET, FCE, CAE, TKT; კოლეჯ ბორდის _ SAT და სხვა კურსები შედარებით დაბალ ფასებში გაიარონ.
მაია მიმინოშვილი, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი: “გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ლიცენზია, ველოდებით კიდევ რამოდენიმე ლიცენზიას. SAT-ის პირველი გამოცდა უკვე ჩატარდა მსურველებისთვის. ქართველებთან ერთად ბაქოდან სპეციალურად ჩამოსული აპლიკანტებიც იყვნენ. ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენთან კურსის გავლას რამდენიმე უპირატესობა აქვს _ გამოცდილება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სანდოობა და ფასი. პროცედურული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება მსურველებს გამოცდების ეროვნული ცეტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. და მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ცენტრმა გააფართოვა თავისი არეალი და ლიცენზირებულია. გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ რამდენიმე საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ლიცენზიის მოპოვებას გეგმავს”.