ეს განცხადება უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა. ხაბურზანიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას სამი პოლიტიკური მიმართულების ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ვექტორზე იმუშავებს.
„საქართველოში არსებობენ პარტიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან დასავლეთზე, არსებობენ წმინდა ნაციონალური ჯგუფები და არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. მე ვთვლი, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს სამწვეროვანი პოლიტიკური სისტემა _ ერთი იქნება პროდასავლური ანუ ამერიკული მიმართულება, მეორე იქნება ეროვნული და მესამე _ პრორუსული ანუ ჩრდილოური ვექტორის მიმართულება. ამ სამ ვექტორს შორის პოლიტიკური კონკურენცია შექმნის ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც ქვეყნის განვითარებას ნორმალიზებისაკენ წაიყვანს. ადამიანმა, რომელმაც არ იცის რუსული პოლიტიკა, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება დღეს პოლიტიკაში ყოფნა, ასევე საქართველოს გაუჭირდება პოლიტიკურ სისტემაში ყოფნა, თუ ამ პოლიტიკაში არ მონაწილეობენ ის ჯგუფები, რომლებიც რუსულ პოლიტიკაში არიან გათვითცნობიერებული”.