საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით ახსნა:
“მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ქვეყანაში ყველა პრობლემა არის იმის ბრალი, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამ ცვლილებას და სანამ ამ ცვლილებას მხარს არ დავუჭერთ, იქამდე არც ტრაქტორი შემოვა და არც კრედიტი გაიაფდება. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი _ როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ჩვენით ან უჩვენოთ საკმარის ხმებს მიიღებენ. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მზად ვართ გამოვაცალოთ მთავრობას თავის გასამართლებელი მექანიზმი, რომ ვერ მუშაობს იმის გამო, რომ ის არის რისკის ქვეშ და თითქოს ჩვენ გვინდა არეულობა ქვეყანაში. მაგრამ ამავე დროს იმისთვის, რომ უმრავლესობას არ ჰქონდეს სპეკულირების საშუალება, რომ მათ გატეხეს “ნაციონალური მოძრაობა”, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ არსებობს როგორც ერთიანი ძალა, ამისთვის მოვითხოვთ ოფიციალურად ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა ოფიციალურ კენჭისყრამდე, სადაც დაფიქსირდება, რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას ქვორუმისთვის. მზად ვართ მათ მივცეთ იმდენი ხმა, რამდენიც სჭირდებათ. თუ მათ მართლაც აქვთ 100-მეტი ხმა, მაშინ ღმერთმა გაუმარჯოს, ესე იგი, მართლა არ ვჭირდებით, მაგრამ ჩვენი ყველა გათვლით, მათ 94-ზე მეტი ხმა არ უგროვდებათ,” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში