აქციის მონაწილეთა დევიზია: “არ დამალო, თუ შენს გვერდით ვინმე შიმშილობს!”
აქციის მონაწილეთა ნაწილი სოციალურად დაუცველია, რომლებიც საკუთარ პრობლემებზეც ითხოვს ყურადღების გამახვილებას, ნაწილი კი სოლიდარობის ნიშნად მივიდა აქციაზე და მოითხოვს სახელმწიფომ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უფრო მეტი ყურადღება და საეთერო დრო დაუთმოს სოციალური პრობლემების გაშუქებას.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აპროტესტებენ საკუთარ უუნარობასა და უმოქმედობას და კიდევ რამდენიმე აქციის გამართვას აპირებენ ამ კვირაში სახელწოდებით _ “ყველა ბავშვი ყველას ბავშვია!“