სტიქიის შედეგად დაზიანდა გაზსადენი მილი და ამ წუთებში ქობულეთის უმეტეს ნაწილს გაზი არ მიეწოდება. ზღვა ცენტრალურ სანაპიროზე გადმოვიდა და მთლიანად წაიღო ერთი ქუჩა, თუმცა, მოძრაობა ამ წუთისთვის უკვე შესაძლებელია.
6-ბალიანი შტორმის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები ქობულეთელმა მალხაზ ხაბაზმა მოგვაწოდა. ასე გამოიყურებოდა ქობულეთი 2 საათის წინ.