_ შტორმი მთელი ღამის განმავლობაში იყო. 10 საათიდან კი დაიწყო ნაპირის ნგრევა. საშინელება იყო და არ არის გამორიცხული, რომ წყალი სახლშიც შემოვარდეს. ნაპირსამაგრი ჯებირი მონგრეულია. ნაგებობა, რომელიც დაინგრა, ერთგვარი ჯებირივით იყო, ახლა წინ არაფერი უდგას ზღვას. ვითხოვთ, რომ მოგვაქციონ ყურადღება. დაბა ურეკის ხელმძღვანელობა იყო მოსული. _ აცხადებს ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა.