_ გასულ კვირას იყო შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთან, დავით ბაქრაძესთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართა. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი კონსულტაციები, შეხვედრები და დიალოგი გაიმართოს, რადგან ყველას აზრი გავიგოთ, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დავით ბაქრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საერთო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აუცილებლად უნდა გაიმართოს კონსულტაციები და დიალოგი.
_ ნამდვილად მოხდა ჩემთან შეხვედრა და ვადასტურებ. თუმცა თქვენს ნათქვამს ბატონო დათო არ სჭირდება დადასტურება, მაგრამ ჩემი მხრიდან ვამბობ. უმცირესობა მზად არის კონსულტაციების, დიალოგის რეჟიმში ვიყოთ. _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომესაც 107 დეპუტატი ესწრება.