https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დიდებს წყალი უნდათ, ბავშვებს _ სტადიონი

4:03; 28.03.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

კრებებს მონიტორინგის კუთხით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მოულოდნელად დაესწრებიან.

_ უშუალოდ ჩვენი წარმომადგენლები ჩავლენ კონკრეტულ სოფლებში და განახორციელებენ უშუალო დაკვირვებას, _ ამბობს ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარების და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ოთარ კონჯარია.

მისივე თქმით, “სოფლის მხარდამჭერი” პროგრამის არაეფექტურად გახორციელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არ ტარდებოდა კრებები, სადაც მოსახლეობა იმას დააყენებდა პრიორიტეტულ საკითხებად, რაც სოფლისთვის იყო საჭირო.

ოთარ კონჯარია: _ ხშირ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანის ან გარკვეული ჯგუფების მიერ ხდებოდა პრიორიტეტების დასახვა და მათი გახორციელება. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი მიზანი არის, პრიორიტეტები წამოსული იყოს სოფლის მოსახლეობის მხრიდან და ამ შემთხვევაში, მთავარი როლი ენიჭება სოფლის კრებებს. რამდენად რეალურად ჩატარდება კრებები, ამის ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მოულოდნელად, შერჩევითი წესით ძალიან ბევრგან ვაპირებთ, ჩავიდეთ და ვნახოთ, დაესწრო თუ არა ამ კრებებს მოსახლეობა და ინფორმირებული თუ იყო კრების თაობაზე, რამდენად იყო მათი საჭიროებები და მათი დაყენებული პრიორიტეტები გათვალისწინებული.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ჩოხატაურში 633 600 ლარი, ლანჩხუთში _ 838 400 ლარი და ოზურგეთში კი 1 384 000 ლარია გამოყოფილი. ოთარ კონჯარიას თქმით, პროექტის გახორციელება, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ხალხი რასაც აირჩევს, ის გაკეთდება: _ ჩვენ ხალხს ვაძლევთ იმის უფლებას, რომ გადაწყვიტონ, რა უნდა გაკეთდეს ამ პროგრამით. ჩვენ შემსრულებელი ვართ. ადამიანების ჯგუფები როდესაც ჩამოყალიბდებიან და იტყვიან, რომ ეს უნდა გაკეთდეს სოფელში, აუცილებლად გაკეთდება არჩეული პროექტი და საქმე მივა ბოლომდე, _ თქვა კოტე შარაშენიძემ.

2013 წელს, პირველი კრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომაში ჩატარდა. აქ, ორ უბანში, ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა. რაც შეეხება მესამე უბანს (ვაკეს), ხალხის სიმცირის გამო, კრება აპრილის დასაწყისისთვის გადაიდო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის ინფორმაციით, სოფლის კრებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 აპრილამდე გაგრძელდება: _ სოფელ შრომის და სოფელ მთისპირის ორ უბანში, ხალხის სიმცირის გამო, არ შედგა კრება. მე პირადად, სოფელ შრომაში დავესწარი კრებას და მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტი წამოსწია წინ: შიდა გზების მოწესრიგება, საყანე ფართობამდე მისასვლელი გზის სარემონტო სამუშაოები და სასაფლაოს შემოღობვა.

პარასკევს, “გურია ნიუსი” სოფლის კრებას ურეკსა და წვერმაღალაში დაესწრო.

ურეკის კულტურის სახლში ჩატარებულ კრებას ურეკის რწმუნებული უძღვებოდა, შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” წარმომადგენლები და მონიტორინგის კუთხით, ურეკში კრებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი ცინცაძე. მისი თქმით, ის გურიაში უკვე რამდენიმე სხდომას დაესწრო და ყველაზე ბევრი ხალხი ურეკში ნახა.

დაბა ურეკისთვის 16 000 ლარია გამოყოფილი, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილობა გამოიწვია. მთავარ პრობლემად შიდა გზების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება დაასახელეს.

ურეკელმა მამია როყვამ იკითხა: _ მინდა, დავაზუსტო _ დაბაში პროექტების გასახორციელებლად 160 000 ლარია გამოსაყოფი თუ 16 000? რაზეც მიიღო პასუხი, რომ 16 000 ლარია.

_ ეს თანხა ურეკისთვის ზღვაში წვეთია. მეგონა, აქ საქმის გასაკეთებლად ვიყავით შეკრებილები. ოთხ თვეში, ვიცი, რომ არაფერი არ გაკეთდება, მაგრამ ეს თანხა ძალიან ცოტაა. ყველაფერი გვჭირდება, რაც კი არის ადამიანის ყოფიერებისთვის საჭირო, _ თქვა მამია როყვამ.

_ ურეკში არის მაგნეტიტის დასახლება და იქ არაფერი კეთდებოდა. ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ცხოვრობს და ვინ მოგვაქცევდა ყურადღებას? ასფალტის დაგება რომ დაიწყო, სასტუმრო “კოლხიდამდე” დააგეს. ძლივს დავეწიეთ და მოვაბრუნეთ უკან, მხოლოდ ორმოები ამოავსეს. გასაგებია, რომ ამ თანხით დიდი პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ იმედია, ამ პროექტით არ მოიწურება გასაკეთებელი, _ გვითხრა გურამ მურვანიძემ.

ურეკელების თქმით, დამსვენებლებს უფრო მეტი კომფორტი სჭირდებათ და არა მარტო დამსვენებლებს: _ ჩვენც ხომ ხალხი ვართ? შიდა გზები ისეთია, არ ვიცით, როგორ მოხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. რადგან ხალხის გადასაწყვეტია ამ თანხის განკარგვა, გვინდა, რომ სანიაღვრე არხების და შიდა გზის პრობლემა მოგვარდეს. ყველა გაწვიმებისას გვეშინია, სახლში წყალი არ შემოგვივარდეს.

კრების დასრულების შემდეგ მამია როყვამ “გურია ნიუსთან” უფრო ვრცლად ისაუბრა პრობლემების შესახებ: _ გზა არ არის, შუქის პრობლემაა, გზა ბოლომდე არ არის დაგებული.. საკურორტო ზონაა და ტურისტები დადიან. მე ზედა ურეკში, წარმოუდგენელ პირობებში ვცხოვრობთ _ ჩვენი ზეგანიდან წყლით მარაგდება ქვედა დასახლება, ჩვენ კი სასმელი წყალი არ გვაქვს. ჩამოვდივართ ქვემოთ და იქედან ვეზიდებით სასმელ წყალს _ 40 ოჯახია ასეთ დღეში. იმ ხელისუფლების დროს არ გვეხმარებოდნენ და ამბიციური ტონით გვესაუბრებოდნენ. იმედია, ეს მთავრობა მაინც მოგვაქცევს ყურადღებას. ხალხი ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს _ არ ჰყოფნის არც პენსია და არც სოციალური დახმარება. ჩემს მეზობელს ოპერაცია დასჭირდა და ქუთაისში გადაიყვანეს. ცოტათი გართულდა მდგომარეობა და 500 ლარს ახდევინებენ დღე-ღამეში. ამ კუთხით რაღაც ხომ უნდა გამოსწორდეს? სად ნახონ იმ ჩემმა მეზობლებმა ეს ყოველდღიურად გადასახდელი 500 ლარი?!

საბოლოოდ, კრებაზე გამოიკვეთა ორი მთავარი საკითხი _ ურეკელებს ამ ეტაპზე სურთ, შიდა გზის და სანიაღვრე არხების პრობლემის მოგვარება.

იმავე დღეს შეხვედრა წვერმაღალაშიც ჩატარდა.

_ წვერმაღალა არავის არ ადარდებს და საერთოდ, ვინმემ თუ იცის, სად არის? სამუშაო გვჭირდება და ადგილები არ არის. შარშან პლაჟზე უნდოდათ ხალხი სამუშაოდ და უარი მითხრეს _ ქალი რომ ვარ, იმიტომ არ დამასაქმეს. ნაგავს ვერ გადავყრიდი? _ გვითხრა ცისანა ცარციძემ.

მოსახლეობამ მთავარ პრობლემად უწყლობა დაასახელა: _ წყალი არ გვაქვს, შორიდან მოგვაქვს და ძალიან გვინდა ამ პრობლემის გადაჭრა. სასაფლაოსთან მისასვლელი გზაა გასაკეთებელი.

როდესაც უფროსები სხვადასხვა პრობლემის შესახებ საუბრობდნენ, სკოლიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა ხმამაღლა შემოსძახეს: _ სტადიონი გვინდა, სტადიონი!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

09:57; 9 სექტემბერი, 2026
ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026

ერთლარიანი, ოფშორული და გაუჩინარებული სამედიცინო ობიექტები

"ფონდი ნატახტარის" 1 წლის საქმიანობის ანგარიში _ თანხის შეგროვების მეორე ეტაპი დასრულდა

ყველა სიახლე

მთავარი

სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

21:11; 9.09.2026
საზოგადოება

„ასპირინის ფასი განიხილოს ფასების კომისიამ, საქმეში ჩაეთვლებათ!“ — რატომ ბრაზობენ გურულები?

19:14; 9.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:08; 9.09.2026
საზოგადოება

„პარვუს ჯგუფის” ტრადიცია თემის სკოლების მხარდასაჭერად

17:59; 9.09.2026
საზოგადოება

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა

17:19; 9.09.2026
პოლიტიკა

„გახარია საქართველოსთვის“: ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება სამშობლოს ღალატი იქნება

15:37; 9.09.2026
საზოგადოება

ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა

15:03; 9.09.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

14:34; 9.09.2026
ფინანსები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

14:29; 9.09.2026
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:57; 9.09.2026
საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო