ბოლო მონაცემებით, ოზურგეთში 125-მდე შენობაა დაზიანებული, უმეტესობას გადახდილი აქვს სახურავები. აქედან 12 შენობა მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც რეგიონული განვითარების მინისტრმა განაცხადა, რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალა მუნიციპალიტეტის გამგეობას დღესვე შეუძლია მიიღოს.
“ხის მასალა სამტრედიაშია დასაწყობებული, ხოლო სახურავები – საჩხერეში. როგორც კი გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება, გამგეობას შეუძლია, მასალა მიიღოს და რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყოს,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.