“მე ვფიქრობ ძალიან ნაადრევია ამ საკითხის დასმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებლი, რათა ქვეყნისთვის ბევრი რამ გაუმჯობესდეს. რაც შეეხება ჩემს პასუხს კონკრეტულად კანდიდატებთან დაკავშირებით, ამაზე საუბარი იქნება სწორი, როცა საარჩევნო კამპანია გამოცხადდება.
მკითხეთ, სად ვხედვათ ჩვენს თავს, მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი ჩვენი პარტიის ადგილი, რომელიც ყველა რაიონში ძალიან სერიოზულად მუშაობს და ყველა სხვა არჩვენებში მივიღებთ მონაწილეობას”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ის ძალიან კმაყოფილია, რომ კოალიცია “ქართულ ოცნების” წევრები არ არიან და თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.
“ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია და “ნაციონალური მოძრაობა” რჩება, მე ვერ ვხედავ ჩემს თავს ვერანაირ სტრუქტურაში.” – განაცხადა ბურჯანაძემ.