მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა (I ჯგუფის ინვალიდები) პენსია 100 ლარიდან გაიზრდება 125 ლარამდე.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი, 1 ივლისიდან გაიცემა. ხოლო, ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე, არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი.
2013 წლის 1 სექტემბრიდან კი, ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე; შშმ ბავშვთა და II ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე; მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე.