დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა. მან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანა თურქეთიდან სცადა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 2,14 გრამია, რაც 0,584 გრამ “ჰეროინ”-ს შეიცავს. ასევე დადგინდა, რომ ირაკლი კ. დაკავების მომენტში ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის (ნარკოტიკის შეძენა-შენახვა) მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის (საქართველოში ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანა) მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით (ნარკოტიკის მომხმარება) მიმდინარეობს.