https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საკრებულო, გამგეობა და… გამჭვირვალობა

7:04; 2.04.2013
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოქმედი კანონმდებლობა გამჭვირვალობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის უმთავრეს და ამოსავალ პრინციპად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობა ვალდებულია უზრუნველყოს თავისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და გამჭვირვალობა და, რაც მთავარია, საზოგადოების წარმომადგენელთა პრაქტიკული ჩართვა ამ ორგანოების საქმიანობაში.

ამჟამად მკითხველს ვთავაზობთ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის კუთხით არსებული სიტუაციის (2013 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით) ჩვენეულ შეფასებას; კერძოდ, სტატიაში განხილული იქნება, თუ რამდენად აქცევენ ყურადღებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობის ორგანოები ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართვისა და მათი ინფორმირებულობის საკითხებს.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით.

მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რასაც კანონი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით, _ ესაა საკრებულოს, როგორც კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს, ვალდებულება, რეგულარულად გამოაქვეყნოს მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილებების პროექტები; ამასთან, გამოქვეყნებიდან არანაკლებ ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რათა ამ ხნის განმავლობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ამ პროექტების გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან პირდაპირ და უშუალო კავშირშია კიდევ ერთი კანონისმიერი, არანაკლებმნიშვნელოვანი მექანიზმი _ საკრებულოს ვალდებულება, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით, ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს თავისი მომავალი სხდომის შესახებ (სხდომის თარიღი, დრო, ადგილი, დღის წესრიგი), ასევე დადგენილი წესით (კერძოდ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფებზე (სტენდებზე), ხოლო ოზურგეთის შემთხვევაში _ დამატებით კიდევ ადგილობრივ გაზეთში) გამოაქვეყნოს ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

რა შეიძლება ითქვას ამ კუთხით?

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო მეტნაკლები სტაბილურობით იცავდა ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს; _ ოღონდ ეგაა, რომ საკრებულო ნორმატიული აქტის პროექტებსა და შესაბამის ცნობას ძირითადად მუნიციპალიტეტის მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აკრავდა (შედარებით იშვიათად _ საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზეც აქვეყნებდა); შესაბამისად, ფორმალური თვალსაზრისით, აქ ასევე, მეტნაკლები დოზით, მოწესრიგებული იყო საკრებულოს სხდომის შესახებ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციული მონაცემების ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოცხადების საკითხი. თუმცა, გაცილებით უფრო ეფექტიანი და სასურველი იქნებოდა, საკრებულოს რომ ამ ტიპის ინფორმაციის მოსახლეობისთვის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, უფრო მეტად გამოეყენებინა თავისი ოფიციალური ვებგვერდისა და ადგილობრივი ბეჭდური მედიის რესურსი.

აღსანიშნავია, რომ, ფორმალური თვალსაზრისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოც იცავდა თავისი ყველა დადგენილების მიმართ ადმინისტრაციული წარმოების წესებს. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ამასთან, საანგარიშგებო პერიოდში, რაც დღემდე ხარვეზად რჩება, ისაა, რომ არ ხდება საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების დადგენილი წესით (მაგალითად, ადგილობრივ გაზეთში) გამოქვეყნება. ისე კი, სასურველი იქნება, თუკი საკრებულო გაზეთში მთლიან პროექტს თუ არა, მის დასახელებას, მოკლე შინაარსსა და მისი გაცნობის/მოძიების საშუალებებს მაინც გამოაქვეყნებს, რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულ ცნობასთან ერთად. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ და მისმა აპარატმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყონ საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგში შემავალი ყველა საკითხის პროექტის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე სისტემატური განთავსება. ეს საშუალებას მისცემს საზოგადოებას, რომ მისთვის საინტერესო ინფორმაცია ოპერატიულად იყოს ხელმისაწვდომი უშუალოდ საკრებულოში მიუსვლელად, ასევე რეგულარულად იყოს ინფორმირებული საკრებულოს სხდომების, მისი საქმიანობის, მნიშვნელოვანი პროგრამებისა თუ ინიციატივების შესახებ.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ ორივე მუნიციპალიტეტში დღემდე პრობლემად რჩება საკრებულოს კომისიის სხდომის შესახებ საზოგადოების ინფორმირების საკითხი. როგორც წესი, კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს საკრებულოს აპარატს, რომ ამ უკანასკნელმა საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც უზრუნველყოს შესაბამისი ცნობის გამოქვეყნება საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ. ამ მხრივ როგორც ჩოხატაურის, ისე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკა არცთუ მთლად სახარბიელოა: დღეისათვის ამ მუნიციპალიტეტებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებთან მიმართებაში ან, საერთოდ, არ ხდება, ან თუ ხდება (ერთეულ შემთხვევებში), _ ამას მეტისმეტად უსისტემო და ფრაგმენტული ხასიათი გააჩნია (ისე კი, ცნობის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ყველაზე უფრო მოწესრიგებული და, სხვებთან შედარებით, გამართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაა, რაც თავად კომისიის ხელმძღვანელის ქალბატონ ირინა საჯაიას უშუალო დამსახურებაა). შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ არ არსებობს საკრებულოს კომისიის სხდომებზე ჩვეულებრივი, რიგითი მოსახლეობის წარმომადგენელთა დასწრებისა და მონაწილეობის ფაქტები. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში სასწრაფოდ მოწესრიგდეს საკრებულოს კომისიების სხდომათა შესახებ საკრებულოს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად საზოგადოების ინფორმირების საკითხი.

საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვა

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო მონაწილეობის რეალურად უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი _ ესაა საბიუჯეტო პროცესებში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულება.

ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა მიერ ამ მიმართულებით გახორციელებული საქმიანობის ანალიზიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ ორივე მუნიციპალიტეტში სრულყოფილად განახორციელა ადმინისტრაციული წარმოება 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით: კერძოდ, ორივეგან დადგენილი წესით გამოქვეყნდა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი და ინფორმაციული ხასიათის შესაბამისი ცნობა. ყველა დაინტერესებულ პირს ორივე მუნიციპალიტეტში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საკრებულოში წარედგინათ თავიანთი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოეწყო ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ იყო გავრცელებული ადგილობრივი პრესის საშუალებებში; შესაბამისად, საჯარო განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეეძლო დასწრება და განხილვაში მონაწილეობის მიღება.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული “სოფლის მხარდაჭერის პროგრამების” შესახებაც. წელს მუნიციპალიტეტები აღნიშნულ პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებენ. შესაბამისად, ორივე მუნიციპალიტეტში აშკარად იგრძნობა კონკრეტულ დასახლებებში საბიუჯეტო პრიორიტეტების დადგენისა და გამოკვეთის პროცესის ფორმალიზაცია, რაც, უთუოდ, დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ფაქტიურად, ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი რგოლი (უმთავრესად) ყველა სოფელში ცალ-ცალკე, ინდივიდუალურ კრებებს მართავს, რომლის შესახებაც მოსახლეობა წინასწარაა ინფორმირებული სხვადასხვა საშუალებებით (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე და საინფორმაციო სტენდებზე შესაბამისი პლაკატების გაკვრა, მოსახლეობის გაფრთხილება რწმუნებულების მიერ…). შედეგად სოფლის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ეძლევათ აქტიურად ჩაერთონ და თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა დაფინანსდეს თავიანთ სოფელში. სიახლეა ისიც, რომ საერთო კრებებზე ხდება ოქმის შედგენა, სადაც პირდაპირ ფიქსირდება კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შემდგომში კომპეტენტური უწყების მიერ სწორედ ამ ოქმის საფუძველზე უნდა მოხდეს კონკრეტულ დასახლებებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცება. ამჟამად დასახლებების საერთო კრებების ჩატარების პროცესი ორივე მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია შესული და ინტენსიურად მიმდინარეობს.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

როგორც წესი, კანონი ნებისმიერ მსურველ და დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ. კანონი მხოლოდ სამ გამონაკლის შემთხვევას იცნობს, როდესაც საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი ინფორმაციის გასაცემად შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს ათ დღემდე ვადისა. კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, თუ მის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას. ამ სამი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაიცეს.

მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორია საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული სიტუაცია.

აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ _ ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველნაირად ცდილობს, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

ამ მხრივ, სასიკეთო ძვრები შეინიშნება ასევე ორივე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლშიც (გამგებელი/გამგეობა); თუკი წინა წლებში გამგეობა თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა ამისი კანონისმიერი საფუძველი) საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვდა და უმეტეს შემთხვევაში ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევდა (თან, ყოველივე ამას არა გამონაკლისის, არამედ სისტემატური ხასიათი გააჩნდა), დღეის მდგომარეობით გამგეობა როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აშკარად ცდილობს, რომ კანონის შესაბამისად და “გონივრულ ვადაში” უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის გაცემა. ბუნებრივია, გამგეობის ეს მცდელობა, უთუოდ, მისასალმებელია და, იმედია, რომ ეს სასიკეთო ტენდენცია მალე მათი საქმიანობის წესად დაიმკვიდრებს თავს.

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობის კუთხით 2013 წლის პირველ კვარტალში არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება.

ირაკლი პაპავა, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

"ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება"

საქართველოს 50 უმსხვილესი კომპანია

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო