და სახელმწიფო და საგარეო მინისტრთან პაოლო პორტაშთან. შეხვედრებზე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს; ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე და კულტურისა და განათლების სფეროებში კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მაია ფანჯიკიძე თავის პორტუგალიელ კოლეგას ესაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები.
მაია ფანჯიკიძე: “შეხვედრებზე საუბარი შეეხო პირველ რიგში ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, მიმოვიხილეთ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები. გარდა ამისა, პორტუგალიელი კოლეგები დაინტერესდნენ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობით.ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა იმ პოზიტიურ ფაქტს, რომ საქართველოში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. მე ჩემი პორტუგალიელი კოლეგა საქართველოში დავპატიჟე, მათ აქვთ სერიოზული ინტერესები საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით ინვესტიციების კუთხით და სავარაუდოდ, როდესაც იგი ჩამოვა მას ჩამოყვება ბიზნესმენთა დიდი ჯგუფი, რომელთაც პირველ რიგში აინტერესებთ სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები. ვიზიტის ფარგლებში მქონდა რამდენიმე ინტერვიუ პორტუგალიურ მედიასთან. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული ვიზიტი,” _ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო