შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, სადაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სამივე რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი: “დღეს გვაქვს შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბოლო თვეების განმავლობაში დაკარგეს სამსახური და რომლებიც თვლიან, რომ სწორედ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდნენ იძულებულნი, დაეტოვებინათ სამუშაო ადგილები, ყველა ადამიანს, ვინც დღეს არის მოსული აქ, აერთიანებს ის, რომ ბოლო თევების განმავლობაში მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო, დარჩნენ სამსახურისა და შემოსვლების გარეშე. ჩვენ მათთან ერთად მოვიფიქრებთ, რა არის გამოსავალი და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ასეთი რამ აღარ ხდებოდეს, არ ხდებოდეს ადამიანების დაყოფა და დაჩაგვრა მათი პოლიტიკური სიმპათიების გამო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ასეთი რამდენიმე ათასი ადამიანია, ვინც სამუშაო თავისი პოლიტიკური სიმპატიების გამო დაკარგა. ეს არის ძალიან მწვავე თემა, რომელიც გვაწუხებს. არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხევთ, ვიქნებით აქტიურები და გამოვიყენებთ ყველას და ყველაფერს, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანაზიციებს, ამ ადამიანების პოზიციების დასაცავად. ასეთი ქმედებები უნდა დასრულდეს. ამ ხელისუფლებას უნდა ეყოს იმის გააზრება და შეგნება, რომ დაესვას ამ ყველაფერს წერტილი, რადგან ეს მათ ინტერესებშიც შედის, თუმცა, ჯერჯერობით ეს ასე არ ჩანს,” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.