“ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერების მხრიდან.
როგორც ნაციონალმა კახაბერ ასკურავამ გვითხრა, ილია გვარჯალაძემ აბსოლუტურად უწყინარი განცხადება გააკეთა და თქვა, სამსახურეობრივი რეორგანიზაცია არ არის საფუძველი ადამიანები გაუშვა სახლში, გთხოვთ მოვეკიდოთ ამას გულისყურითო: “ეს განცხადება დადო ერთ-ერთმა გაზეთმა, რომელსაც ბატონმა რომან ბიწაძე მიაწერა კომენტარი _ ბატონო ილო, თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს “სხადნიაკზე” შეგხვდებით პროკურატურაში. არის ეს თუ არა მუქარა? უწყინარი აზრის გამოთქმას მოჰყვა ასეთი შეფასება. ესენი მუდმივად პროკურატურით გვემუქრებიან, მუდმივად პროკურატურაზე მიდის აქცენტების გაკეთება, ნებისმიერი ჩვენი აქტიურობის პასუხი არის პროკურატურა. აღარ შეიძლება უკვე ამის მოთმენა,” _ გვითხრა გამგებლის ყოფილმა მოადგილემ და ნაციონალური მოძრაობის წევრმა კახაბერ ასკურავამ.
რა სახის მუქარაზე საუბრობს ასკურავა, ამის შესახებ რომან ბიწაძეს ვკითხეთ: _ მე არავის არ დავმუქრებივარ. ბატონმა გვარჯალაძემ საერთოდ არ იცის, რა არის კანონი, იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კანონს წლების მანძილზე საერთოდ იგნორირებას უკეთებდა. ასევე, მთელი “ნაციონალური მოძრაობა” კანონისგან შორს დგას. მეორე _ “ნაციონალური მოძრაობა” როცა ხელმძღვანელობდა რაიონს, მაშინ არ იყო უკანონო გათავისუფლებები? როცა სტრუქტურული ცვლილებები ხდება, ეს ბუნებრივია, რომ იქნება კიდეც ცვლილებები _ ეს სრულია კანონიერი პროცესია. არავის არ დავმუქრებივარ, უბრალოდ, შევახსენებ მათ, რომ რაც მეტს ილაპარაკებენ, მათთვის უარესია. უამრავი ცუდი საქმე აქვთ გაკეთებული და მალე მოუწევთ პასუხის გაცემა. დამუქრება ის იყო, ქურდულად რომ გამირჩიეს თავის დროზე საქმე მთელმა 40 ნაციონალმა გია გოგუაძის ხელმძღვანელობით. ახლა გაახსენდათ ზნეობა და მორალი? მაგრამ სწორედ ამას მოვკითხავ მაგათ პროკურატურაში და სწორედ პროკურატურა გაარკვევს, ვინ იქნება მტყუანი და ვინ _ მართალი, _ გვითხრა “ქართული ოცნების” წევრმა, რომან ბიწაძემ.