როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იგი ემხრობა მსგავს ღონისძიებებში მათ მონაწილეობას და მზად არის ხელიც შეუწყოს მათ გადაადგილებას, თუკი ეს ყველა კანონიერი წესის დაცვით მოხდება.
“პრეზიდენტის განცხადებით, იგი მიესალმება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც გუშინ აფხაზური კოლექტივი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეთა სიიდან იმის გამო ამოიღო, რომ ის არასწორი ფორმით იყო მიწვეული. ქვეყნის პირველ პირს მიაჩნია, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა კულტურულ თუ სხვა ღონისძიებებში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მხოლოდ საქართველოს რეგიონის მკვიდრთა სახელით.” _ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის “ფეისბუქით” გავრცელდა.