ღონისძიებაზე, რომელზეც მიწვეული იქნებიან რეგიონული და ცენტრალური მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, გაიმართება რეგიონული პრობლემატიკის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის.
მოცემული კვლევის ფარგლებში, რომელიც 10 რეგიონის (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, გურია, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი) მასშტაბით ჩატარდა, სულ გამოიკითხა 1405 რესპოდენტი. კვლევის მიზანი იყო რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და მათი პრიორიტეტების მიხედვით რანჟირება, ასევე თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება და სხვადასხვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის გამოვლენა.
“სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი“ (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანება. ქსელის მიზანია ეფექტური ინსტიტუციონალური მექანიზმის ჩამოყალიბება, საქართველოს რეგიონებში ძირეული პრობლემების გამოვლენისა და გადაჭრის მიზნით. ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“. ქსელის საქმიანობა ხორციელდება “საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით.