რესპუბლიკური პარტია ლიბანში, ქალაქ ბეირუთში ლიბერალური პარტიების გაერთიანების კომიტეტის სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა.
თინათინ ხიდაშელმა, კომიტეტის მონაწილეებს საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო. თავის გამოსვლაში ხიდაშელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც წლების მანძილზე ლიბერალები საქართველოს დემოკრატიისათვის ბრძოლაში და ევროინტეგრაციის გზაზე უწევდნენ.
“ქართველებს ახსოვთ თქვენი მყარი პოზიციები მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მიტინგებს არბევდნენ, როცა ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მაშინ როცა განსაკუთრებული რეპრესიები ხორციდლდებოდა ჩვენს აქტივისტებზე, და ამისათვის მხოლოდ მადლიერი ვარ, მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო მკაცრია გამოწვევები და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა.
რესპუბლიკური პარტია 2006 წლიდან ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.