ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, მათი რიცხვი დღითიდღე მატულობს:
_ დაზარალებულია 55 ოჯახი და კიდევ მატულობს მათი რიცხვი. 50 000 ლარი დაიხარჯება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლების შეკეთება და 10 დღის ვადაში ეს პროცესი მთლიანად უნდა დასრულდეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, სახლებს ინდმეწარმეები შეაკეთებენ: _ მოსახლეობას ფულის ვერ გადავცემთ. შესაბამის კომისიებს ოჯახთან შეთანხმებით დადებული აქვთ დასკვნები. ამიტომ, მეწარმეები მუშაობენ სახლების აღდგენაზე, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
_ ბატონო თამაზ, რატომ არ აძლევთ თანხას უშუალოდ დაზარალებულებს და როგორ შეარჩიეთ მეწარმეები?
_ ამის მიზეზი ისაა, რომ უმრავლესობამ, სოციალური ფონიდან გამომდინარე, შეიძლება, კონკრეტულ საქმეს არ მოახმაროს ის ფული და შესაკეთებელი ისევ შესაკეთებელი დარჩება. რაც შეეხება მეწარმეებს, ისინი მე არ შემირჩევია და არც არავის. მოვიდნენ, იმსჯელეს, შეთანხმდნენ, ვინ რომელ სოფელში იმუშავებდა და შეუდგნენ საქმეს. საქმე იმაშია, რომ 4 თუ 5 მეწარმე მუშაობს. ყველას უნდა ჰქონოდა ანგარიშზე ფული. ისინი თავიანთი ფულით აკეთებენ ამ ყველაფერს, თუკი შესაბამისი კომისია არ ჩაიბარებს ამა თუ იმ ობიექტს, ფულსაც ვერ მიიღებენ, _ აღნიშნა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა.