გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ,,ქურდულ სამყაროს“ წევრობას აღიარებს. ისინი ე. წ. „ქურდული“ წესების დაცვით მოწყობილი გარჩევებისას, დაშინებისა და მუქარის გზით, მოქალაქეებს სხვადასხვა ოდენობის თანხას სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა კახა შ. და აკაკი ბ. ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე პრიმა მუხლის 1–ლი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.