ამ დრომდე მხოლოდ ცნობილია აქციის სახელწოდება – “განიხილე 32 400!”. აქციის ორგანიზატორები ამ დრომდე ინტრიგას ტოვებენ და მთავარ სათქმელს 15 მაისს იტყვიან.
“გენდერული თანასწორობის ქსელის” წარმომადგენლების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, 500-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ყველა რეგიონიდან.